“ვეფხისტყაოსანმა”სიკვდილისაგან როგორ იხსნა გურული ბიჭი, ჭანიეთელი დათუნა სურგულაძე გერმანიაში , ტყვეთა ბანაკში, მეორე მსოფლიო ომის დროს, _ პოსტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე ავრცელებს.. ნამდვილი ისტორია-რომელიც დათუნა ბაბუამ თვითონ მომიყვა წლების წინ. დათუნა სურგულაძე პირტიტველა ბიჭი წავიდა დიდ სამამულო ომში.
ორი წელი ტყვეთა ბანაკში სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძოდა. გაუსაძლისმა შიმშილმა სძლია და ჭყიპი სიმინდი მოიპარა…ჩაუშვა ზედამხედველმა. შებოჭეს და იმდენი როზგი გამოუწერეს აშკარა სიკვდილი ელოდა. როცა სადამსჯელო საქმეს შეუდგნენ, გერმანელი ოფიცერი შემოსულა ამ დროს. სამი როზგის შემდეგ, დათუნა პაპას დაცდენია ქართულად-“ვაი დედაა”.
გერმანელ ოფიცერს დაუყურებია და რა ენაზე წარმოთქვი ეს ფრაზაო- უკითხავს. ქართულადო, ქართველი ვარო- უთქვია დათუნა ბაბუას. აა შენ “ვეფხისტყაოსნის”ქვეყნიდან ყოფილხარო-ოფიცერმა და როზგით დასჯა გააუქმა.
სასწაულები ხდება. მერე დათუნა ომიდან დაბრუნდა,ოჯახი შექმნა, გამრავლდა, დიდი მეურნე კაცი იყო. ასაკში მხედველობა აღარ ჰქონდა და ცრემლებჩამდგარი მიყვებოდა ამ დაუჯერებელ ამბავს. პროცენტულად საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ამ ომში- 300 ათასზე მეტი ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ჩემი სოფლიდან 217 ღიმილის ბიჭი ვეღარ დაბრუნდა.
































































