ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან და წამლებიდან ორგანიზმში აღწევს უცხო ნივთიერებები. ბევრი მათგანი მავნე და შხამიანია, რომლებსაც ორგანიზმი ვერ უმკლავდება. მათი დაგროვება კი იწვევს ინტოქსიკაციას.
ინტოქსიკაციის სიმპტომებია: – უღონობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, სუნთქვის გაძნელება, ქრონიკული დაავადების გამწვავება. ტოქსინებით ყველაზე დიდ დარტყმას იღებს ღვიძლი, ამიტომ საჭიროა მისი დაცვა, რაშიც დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეები – ბაყაყურა და მატიტელა, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მუშაობას, ხელს უშლიან მის დაშლას. ამ მცენარეებით დამზადებული წამლები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში.
ორგანიზმს მავნე ნივთიერებებთან გამკლავებაში დაეხმარება შემდეგი მცენარეების ნაერთი:
1. ბირკა, შვიტა, კრაზანა, ორკბილა, სამყურა, მარწყვის ფოთლები.
2. ნეგო, მოცხარისა და არყის ხის ფოთლები, ძიძო, ორკბილა, კრაზანა.
ორივე ნაერთის ნაყენის მომზადების წესი ერთნაირია.
ამ მცენარეთა თანაბარი ნარევის 1ს/კ-ს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსია 20 დღე.
ორგანიზში დაგროვილ ნიტრატებსა და ქლორს გამოდევნის კრაზანა, გულყვითელა, ასფურცელა, ნეგო, ცაცხვი, წიწმატურა, ძირტკბილა.
მძიმე მეტალებსა და რადიონუკლეიდებს – ასფურცელა, ნაძვისა და სოჭის წიწვი, ორკბილა, მრავალძარღვა, მწვანე ჩაი, ცირცელი, სელის თესლის ნახარში, წითელი მშრალი ღვინო.
ტყვიას გამოდევნის შვიტა და ნიორი.
პესტიციდებს – სიმინდის ფაფა.
თამბაქოს ბოლის კანცეროგენურ ზემოქმედებას ანეიტრალებს კამის თესლი.
ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას ხელს უშლის წყალი და სწორი კვება. ამიტომ სვით რაც შეიძლება მეტი უგაზო წყალი და შვრიის ფაფა ვაშლით, მწვანე ჩაი, რომელიც არა მარტო მატონიზებელია, არამედ მსუბუქი შარდმდენიც.
თირკმლებს აქტიურად ამუშავებს ხილის ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი.
ხშირად მიირთვით აირღუმელში შებრაწული და მოხარშული არტოშიკი და მიწავაშლა, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავებისა და ღვიძლის მუშაობას, ხელს უშლიან ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას.
მიირთვით მეტი ხილი და კენკრა: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, ყურძენი, ხენდრო, ჟოლო.