ბოსტნეულის თესლის შენახვა, ძირითადად, ზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.
იმისთვის, რომ თესლი კარგად გამომშრალი და ხარისხიანი იყოს (გურიაში განსაკუთრებით, სადაც ნოტიო ჰავაა), უმჯობესია, სათესლე თავთავიან თუ პარკუჭებიანი მცენარე ხმობის პერიოდში ავჭრათ. შემდეგ შევკრათ და ერთი თვის მანძილზე მშრალ, სინათლიან, დახურულ სივრცეში ჩამოვკიდოთ.
ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო გახმება. შემდეგ სათესლე მასალა მოვაცილოთ ღეროებს. კარგად დავანაწევროთ და ათიოდე დღის მანძილზე, ქაღალდზე ან სხვა სათავსზე გაშლილი დავტოვოთ. მერე მარლის ან ქაღალდის პარკუჭში შევახვიოთ და მშრალ ადგილზე შევინახოთ.
ასე დამუშავებული სათესლე მასალა მომავალ გაზაფხულზე საიმედოა დასათესად.