ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ძაღლებს დიაბეტის მქონე ადამიანების დახმარება შეუძლიათ.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც დიაბეტის მქონე 27-მა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო. თითოეულს სპეციალურად განსწავლული „სამედიცინო“ ძაღლი მიუჩინეს.
ასეთი ოთხფეხა მეგობრები გაწვრთნილები არიან სხვადასხვა ცვლილებებისა და სუნის შეცვლის შეგრძნებაზე, რომლებიც ჰიპო და ჰიპერგლიკემიის დროს ჩნდება.
როგორც კი ძაღლი რაღაცას იყნოსავს, ყეფით იმწამსვე ნიშანს იძლევა.
მსგავსი თერაპიის დახმარებით ადამიანი ინსულინს დროულად იღებს ან რაღაც ტკბილს ჭამს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ძაღლები სწორი ცვლილების განსაზღვრას 83%-ის შემთხვევაში ახერხებენ და პრაქტიკულად ტესტურ შემოწმებას სიზუსტით არ ჩამორჩებიან.
ავტორი