ხალხში არსებობს ცრურწმენა, რომ მშობლებმა, რომლებიც გაშორებულნი არიან, ან ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, ახალდაქორწინებულებს საკუთარი საქორწილო ბეჭედი არ უნდა მისცენ. სასურველია, რომ ბეჭედი თავიდანვე მხოლოდ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეთ.
ამ ცრურწმენის მიხედვით, ცოლ-ქმარმა საქორწილო ბეჭედი აუცილებლობის გარეშე არ უნდა მოიხსნან. ეს სახლსა და ოჯახში სითბოს, მყუდროების და ურთიერთგაგების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ბეჭდის ზედაპირი გლუვი და თანასწორი უნდა იყოს. საქორწილო ბეჭედი ძვირფასი ქვებით ან ამობეჭდილი ასოებით სჯობს არ შეარჩიოთ, რომ ბედნიერებას გამოცდა არ მოუწყოთ. გლუვი ბეჭედი მშვიდი ცხოვრების ნიშანია!
საქორწილო ბეჭდის შერჩევის დროს სასურველია უპირატესობა ძვირფასი ქვების მასალას მიანიჭოთ. ყველაზე უკეთ ოქრო ან პლატინა გამოდგება. ლითონის გამძლეობა ურღვევი კავშირის და კეთილდღეობის ნიშანია.
საქორწილო ბეჭედი არ უნდა გადაადნოთ! ეს ბეჭედი სიყვარულის მუდმივი სიმბოლოა და პირველი სახით უნდა ატაროთ. ამასთან, ბეჭედზე თქვენი ბედნიერება გროვდება და ამის „დარღვევა“ არ შეიძლება.
ბეჭედი კარგი განწყობით შეიძინეთ. თუ ბეჭდის შეძენა გადაწყვიტეთ, ხოლო კარგი განწყობა არ გაქვთ, სჯობს მისი შეძენა გადადოთ.
თუ ბეჭედი უკვე შეარჩიეთ, სახლში შეტანამდე წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ბედნიერი ცხოვრებისთვის, მყარი ოჯახისთვის. ამინ“.
ავტორი