როგორ ველოდით, რომ დაგვიბრუნდებოდა ძველებურად ხალისიანი და მშვიდი. რამდენ ხანს გვენატრებოდა მისი ღიმილი, თბილი გამოხედვა, მეგობრული საუბარი…
წავიდა და დაგვტოვა სამუდამოდ.
დავკარგეთ პროფესიონალი პედაგოგი, მოსწავლეების ერთგული და უანგარო მსახური; განათლებული, ერუდირებული, ლამაზი და ყველას თანამგრძნობი ელზა გალოგრე…
არავის რომ არ აწყენინებდი, ახლა რამხელა დარდი და ტკივილი დაგვიტოვე. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ არასდროს შემოაბიჯებ შენი მშობლიური სკოლის ეზოში, არ მიესიყვარულები მოსწავლეებს, თბილი სიტყვებით არ მოიკითხავ კოლეგებს…
ალბათ გვეტყოდი:
„რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა…
…ძაფი არ გამწყდარა. რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ…
ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ“… _ წერის სკოლის ფეისბუქგვერდზე.