ოზურგეთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშ განუცხადეს.
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 24301 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24152 ინფიცირებული პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 53 შემთხვევა. კოვიდპაციენტებიდან 7 სტაციონარში მკურნალობს, 46 კი ბინაზე.