გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს ასევე დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც ახლა მკურნალობას კლინიკა ” მედალფაში” გადიან.
” ამჟამად კლინიკაში იმყოფება ოთხი არასრწლოვანი. საშუალო სიმძიმის მდგომარეობა არის. ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა და გრძერლება მკურნალობა” – გვითხრა კლინიკა “მედალფას” დირექტორმა დათო მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის დატოვებენ კლინიკას არასრუწლოვნები.

































































