საქართველოში ყველაზე მეტ თანხას აშშ-დან და იტალიიდან რიცხავენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, აპრილში ამ ქვეყნებიდან საქართველოში 104,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 35,2%-ს შეადგენს.
ათი ქვეყანა, საიდანაც ყველზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ – 53,99 მლნ დოლარი;
იტალია – 50,21 მლნ დოლარი;
რუსეთის ფედერაცია – 39,87 მლნ დოლარი;
გერმანია – 24,84 მლნ დოლარი;
საბერძნეთი – 24,62 მლნ დოლარი;
ისრაელი – 22,17 მლნ დოლარი;
თურქეთი – 8,60 მლნ დოლარი;
ესპანეთი – 7,86 მლნ დოლარი;
ყირგიზეთი – 7,77 მლნ დოლარი;
ყაზახეთი – 7,16 მლნ დოლარი.