EURONEWS– ის ინფორმაციით, რომის სიდიდით მეორე აეროპორტი, Ciampino Airport, იძულებული გახდა ყველა ფრენა შეეჩერებინა მას შემდეგ, რაც მცირე ხანძარი გაჩნდა საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერის ENAV-ის კოშკში. ამის შესახებ გამოაცხადა NAV-მა (Ente nazionale di assistenza al volo), კომპანიამ, რომელიც მართავს იტალიის საჰაერო მიმოსვლას.
როგორც ცნობილია, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აეროპორტის საკონტროლო კოშკის ფუნქციონირებისთვის საჭირო აღჭურვილობა არ დაზიანებულა. აეროპორტით სარგებლობს მრავალი ავიაკომპანია.