საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.





































































