საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6029 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსის მიხედვით კი _ 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0296 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7333 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0406 ლარი შეადგინა.