დღეიდან სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 +23 გრადუსი, აღმოსავლეთში კი, +12 +17 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.