ცოტა ხნისწინ ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები და გამოიკვლიეს, თუ რატომ არის სახიფათო დღისით ძილი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, ვისაც ღამით ან ცხრა ან მეტი საათის განმავლობაში სძინავთ, აქვთ ინსულტის განვითარების დიდი რისკი.
კვლევებში, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ტარდებოდა, მონაწილეობა 32 ათასმა მოხალისემ მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 62 წელი გახლდათ. დაკვირვების დასაწყისში მოხალისეებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემები არ ჰქონდათ.
ექვსწლიანი კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ადამიანებს რომლებსაც დღე-ღამის განმავლობაში ცხრა ან მეტი საათი ეძინათ ინსულტის მომატებული რისკი ახასიათებთ – 23 პროცენტით მეტი, ვიდრე მათ, ვისაც შვიდიდან რვა საათამდე ეძინათ.
ამავდროულად, მათ, ვისაც დიდხანს ეძინათ და დღის განმავლობაში იძინებდნენ, 85 პროცენტით უფრო ხშირად ჰქონდათ ინსულტი.
ავტორი