მარნეული-სადახლის მიმართულებით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და ბოძს დაეჯახა.
მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.