სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
” 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა დაგეგმილზე ადრე გახდა შესაძლებელი და სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აღდგა.
ამ ეტაპზე სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































