სამტრედიაში ახალგაზრდა პატრულ-ინსპექტორს, გოჩა არველაძეს, გლოვობენ.
„საშინელებაა… ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი… გლოვობს მთელი სამტრედია“, – წერენ სოციალურ ქსელში. ადგილობრივების ინფორმაციით, გოჩა არველაძე დღეს ჩამოასვენეს.
არსებული ინფორმაციით, ის თბილისში, სამსახურში იპოვეს გარდაცვლილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
დეტალებს ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

































































