სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


































































