https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი შეარჩია (R)

8:07; 12.07.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

11 ივლისს საპროკურორო საბჭომ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მთავარი პროკურორობის კანდიდატად ერთ-ერთი მათგანი შეარჩია. საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ ნინო გოგნიაშვილს და შალვა თადუმაძეს გაესაუბრნენ. მათი რეკომენდატორები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი იყვნენ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, შალვა შავგულიძეს, ის გამოცხადდა გასაუბრებაზე, მაგრამ წარმდგენი პარტიის წევრთან, პარლამენტარ ოთარ კახიძესთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ამავე დროს საპროკურორო საბჭოს წევრია, კანდიდატურა მედიის წინაშე საჯაროდ მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად კი საბჭოს მხრიდან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე უარის თქმა დაასახელა, იმის მიუხედავად რომ თითოეული კანდიდატის გასაუბრების აუდიო ჩანაწერი საჯაროა და საპროურორო საბჭოს საიტზე იტვირთება, ხოლო კენჭისყრის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებიან და თვალს სრულად ადევნებენ.

ორ კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელთანაც ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მხრიდან უშუალოდ ტელეფონით გადამოწმდა სხდომის მიმდინარეობისას, ამ კანდიდატურისათვის კენჭი არ უნდა ეყარათ, მით უმეტეს, რომ მისი ხედვისა და მოსაზრებების მოსმენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად კენჭი ეყარა ორ კადიდატს – ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს. კენჭისყრის შედეგად არჩევანი შალვა თადუმაძეზე შეჩერდა. მან საბჭოს წევრების სრული შემადგენლობიდან – 15 წევრიდან 12 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც კანონის თანახმად საკმარისია იმისათვის, რომ კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობის წინაშე მოხდეს.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს.

გასაუბრების პროცესი 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურორობის კანდიდატისათვის ხმის მიცემის პროცედურა ღია იყო ჟურნალისტებისათვის. მათ საშუალება ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ ხმის მიცემას, ხმების დათვლას და შერჩეული კანდიდატის გამოვლენას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს სხდომას და გასაუბრებას, დებულების თანახმად, განხორციელდა სხდომის აუდიო ჩაწერა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო ორივე კანდიდატთან გასაუბრების აუდიო ჩანაწერები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე – pc.gov.ge, დღესვე აიტვირთება.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს საპროკურორო საბჭოს შემდეგი წევრები ესწრებოდნენ: თეა წულუკიანი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, ირმა ჭკადუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი,  ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა. საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. სხდომასა და გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიიღო ოთარ კახიძემ გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საბჭოს მხრიდან უარის გამო.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ყველა წევრმა გარდა თეა წულუკიანის, ეკა ბესელიასი და ოთარ კახიძისა.

კენჭისყრაში მონაწილე საპროკურორო საბჭოს წევრებს  ორ-ორი ბიულეტენი დაურიგდათ. თითოეულში მითითებული იყო მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრებმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცეს ხმა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრებმა ორივე ბიულეტენი ერთ კონვერტში მოათავსეს და საარჩევნო ყუთში ჩაუშვეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „დღეს ჩემი მიზანია, დაინტერესებულმა პროფესიულმა წრეებმა და საზოგადოებამ დაინახონ, თუ რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებისგან საბჭოს წევრებს და როგორია მათი თავისუფალი არჩევანის შედეგი. შესაბამისად, ვასრულებ კოორდინაციის ფუნქციას იმისათვის, რომ თითოეულ კანდიდატს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცეს და რომ საბჭოს თითეულ წევრს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. კენჭისყრა გახლავთ ფარული და ის ასევე გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ ჩატარდა.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენა შეეძლოთ) აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.  პროცესში მონაწილეობა ჯამში 100-მდე უმაღლესმა სასწავლებელმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ყველა კანდიდატის წარდგინება და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო  საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge, სადაც მონაცემების ატვირთვა შემოსვლისთანავე ხდებოდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ, საპროკურორო საბჭოს სამდივნომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 18-კაციანი სია წარუდგინა, საიდანაც მიხელ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს წევრებს განსახილველად სამი კანდიდატი წარუდგინა – ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.

კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მახასიათებლებზე, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე მდგომ ამოცანებსა და გამოწვევებს; კერძოდ, პროფესიულთან ერთად სამენეჯერო გამოცდილებაზე, ადმინისტრაციული მართვის გამოცდილებასა და უწყვეტი კავშირის არსებობაზე პროფესიასთან, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. მხედველობაში იქნა მიღებული პიროვნული მახასიათებლებიც, როგორიც არის მმართველობითი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია ამავე მიმართულებით, მიზანსწრაფულობა, პატიოსნება და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უფლებადაცვითი და აკადემიური პერსპექტივით ხედვის მქონე კანდიდატებზე. შესაბამისად, მხარდაჭერა დაიმსახურეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილნი არიან საკუთარი საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის განხრით ან აკადემიურ წრეებში არაერთი წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ორი კანდიდატის – ნინო გოგნიაშვილისა და შალვა თადუმაძის რეკომენდატორები აკადემიური წრეები იყვნენ, ხოლო მესამე კანდიდატის – შალვა შავგულიძის  რეკომენდატორი – ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია.

 მთავარი პროკურორობის კანდიდატთა გამჭვირვალე და კომპლექსური პროცედურების შედეგად შერჩევა საქართველოში მეორედ ჩატარდა.  საპროკურორო საბჭო რეფორმის შედეგად 2015 წელს შეიქმნა და მან პირველად მთავარი პროკურორი 2015 წელს აირჩია. ეს თანამდებობა ირაკლი შოთაძემ დაიკავა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და შერჩევის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს, ადვოკატების, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას. ეს რეფორმა დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, რომელმაც თავის 2015 წლის ნოემბრის საბოლოო დასკვნაში აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს შექმნა და მის მიერ მთავარი პროკურორის შერჩევა „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე“ მექანიზმია და რომ ეს ნაბიჯი იყო „ძალიან მისასალმებელი“.  (R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15 სექტემბერი, 2026

დაშავებული მფრინავები, მესაზღვრე და პოლიცია _ შსს-ს ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

,,გუნდის წევრობა ნიშნავს, რომ სულ წინა პლანზე არ იყო“_ კახიშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო