| არსებობს არაერთი საშიში ინფექციური დაავადება, რომელთან გამკლავება მხოლოდ თანდაყოლილი იმუნიტეტით ვერ ხერხდება. ვაქცინების შექმნამდე ინფექციური დაავადებების გამო ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპებოდა ან მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად უარესდებოდა.
ბავშვებს ყოველდღიურად ათეულათასობით მიკროორგანიზმთან აქვთ შეხება. ისინი ყველგანაა – საკვებში, ჰაერში თუ სათამაშოებზე. ბავშვს განვითარების ყველა ეტაპზე ესაჭიროება ისეთი იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმს დაიცავს ნებისმიერი, გენეტიკურად უცხო აგენტისაგან, იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, თუ ორგანიზმში გარედან მოხვედრილი სხვა ნებისმიერი მიკროორგანიზმები, ვაქცინაცია, რომელიც კონკრეტული ინფექციის საწინააღმდეგოდ ტარდება, ადამიანის იმუნურ სისტემას ასწავლის/ხელს უწყობს გამოიმუშაოს ამ ინფექციის საწინააღმდეგო უჯრედები, რომ გააძლიეროს ბავშვის და მოზრდილის იმუნური სისტემა. იმუნიზაციის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებიდან და უმეტესი ნაწილი სრულწლოვანებამდე კეთდება. ვაქცინაციის გარეშე მაღალია ავადმყოფობისა და ინვალიდობის რისკი. ისეთი დაავადებები კი, როგორიცაა, მაგალითად, წითელა, მენინგიტი, პნევმონია, ტეტანუსი და პოლიომიელიტი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებია. აცრები, რომელიც ბავშვებს დაბადებიდან პირველ თვეებსა და წლებში უკეთდება, ყველაზე მძიმე დაავადებებისაგან იცავს და მათი ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თუ ბავშვი არ არის აცრილი, მეტია შანსი თავადაც დაავადდეს და სხვებიც დააყენოს რისკის ქვეშ, მაგალითად, ჯერ კიდევ აუცრელი ახალშობილები, დაბალი იმუნიტეტისა თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ვაქცინაციით იცავთ საკუთარ შვილს და იმ ბავშვებსაც, რომლებსაც თქვენი შვილი ეთამაშება ეზოში ან ემეგობრება სკოლაში. ვაქცინაციით ბავშვებს სრულფასოვანი და შეუფერხებელი განვითარების, ჯანმრთელი მომავლის წინაპირობას უქმნით. იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების ჩატარების დაგეგმვაში ბავშვის პედიატრი დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე მიზეზის გამო ბავშვის დროულად აცრა ვერ მოხერხდა, პედიატრი გირჩევთ, როგორ ჩაუტაროთ ბავშვს გამოტოვებული აცრები. აქვე უნდა გითხრათ, რომ აცრა უსაფრთხოა!!! ვაქცინები უსაფრთხოა!!! ყველა დამტკიცებული ვაქცინა გადის კვლევის რამდენიმე ფაზას და უსაფრთხოების, ხარისხის და ეფექტიანობის მკაცრ შემოწმებას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი ფართოდ გამოყენება. დანერგვის შემდეგაც კი რეგულარულად მიმდინარეობს ვაქცინების შეფასება და გაუმჯობესება. ქვეყნები კი გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ვაქცინებს ამტკიცებენ, რომლებიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ვაქცინაცია უსაფრთხოა და მისი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, უმნიშვნელო და დროებითია, მაგალითად, მკლავის ტკივილი ან მსუბუქი ცხელება. უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გვხვდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ აუცრელ ადამიანებში გაცილებით მაღალია დაავადების სერიოზული გართულებების ალბათობა. მაგალითად, ტეტანუსმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, კუნთების სპაზმი და თრომბოზები, წითელამ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), სიბრმავე და იშვიათ შემთხვევაში – სიკვდილიც. ყოველ წელს მილიონობით ბავშვი იკეთებს სხვადასხვა ვაქცინას და აგრძელებს ჯანსაღ და სრულფასოვან ცხოვრებას. ვაქცინები გვიცავს მთელი ცხოვრების მანძილზე და სხვადასხვა ასაკში – დაბადებიდან სიბერემდე. ვაქცინაციის დაგვიანებით ან გადადებით, იზრდება დაავადების განვითარების საფრთხე. თუ იქამდე მოიცდით, ვიდრე ფიქრობთ, რომ შეიძლება რაიმე სერიოზული დაავადება შეგეყაროთ, მაგალითად, ეპიდემიის დროს, შეიძლება საკმარისი დრო აღარ დარჩეს ყველა რეკომენდებული დოზის გასაკეთებლად ან ორგანიზმმა ვერ მოასწროს დაავადების საწინააღმდეგო საჭირო რაოდენობის ანტისხეულების გამოიმუშავება ეფექტური დაცვისთვის. თუ რაიმე მიზეზით გამოტოვეთ თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის რეკომენდებული რომელიმე ვაქცინა, ექიმთან ერთად შეგიძლიათ დაგეგმოთ, თუ როგორ უნდა დაეწიოთ ვაცინაციის გრაფიკს. თუ ბავშვი ავადაა და უწევს აცრა, გაიარეთ კონსულტაცია მის ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი გაციება, ყურის ტკივილი, დაბალი სიცხე თუ დიარეა არ ითვლება ვაქცინაციის გადადების მიზეზად, კონკრეტულ შემთხვევაზე რჩევას თქვენი პედიატრი მოგცემთ. მხოლოდ აცრის საშუალებით მოხერხდა ისეთი დაავდების გაქრობა დედამიწაზე, როგორიცაა ყვავილი, ძალიან იშვიათია ისეთი დაავდადება როგორიცაა პოლიომიელიტი, მინიმალური რაოდენობით ფიქსირდება მსოფლიოში ისეთი დაავდებები, როგორიცაა წითელა, დიფტერია, ტეტანუსი, წითურა, ყბაბყურა. თუმცა აცრების გარეშე ყველა ეს დაავადება ისევ იჩენს თავს ჩვენს საზოგადოებაში. საქართველოში 13 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, ქვეყანას აქვს იმუნიზაციის კალენდარი, რითაც ბავშვები დაცული არიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი 13 ინფექციისაგან მ.შ.ტუბერკულოზის, B ჰეპატიტის, ადამიანის პაპილომავირუსის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელას, წითურას, ყბაყურას, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციისაგან. მხოლოდ დეზინფორმაციას ეყრდნობა ანტივაქსერების მიერ მოწოდებული მოსაზრებები, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს, ეს სიყალბეა, რადგან მრავალი დიდი კველევა ადასტურებს იმას რომ ვაქცინაციას და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. ნუ დაუჯერებთ ისეთ პირებს ვინც აუცრელობისკენ მოგიწოდებთ, თუნდაც ეს ადამიანი იყოს პროფესიით ექიმი ან ექთანი, ჩათვალეთ, რომ ეს ექიმი გვაშინებს, არასწორად გვაძლევს რჩევას, არაკომპეტენტურია, არასაკმარისი და მოძველებული ცოდნა აქვს, ექიმის სტატუსი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მისი ყველა აზრი სწორია. ეს აუცილებლად გადაამოწმეთ სანდო ექიმთან. ვაქცინები ხელმისაწვდომია და უფასო ყველა ბავშვისთვის!! აცერი და დაიცავი! |
Developed By Web Features 2026 © All rights reserved





































































