“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

































































