გაზის გიგანტზე ოთხი სეზონია, ისევე როგორც ჩვენს პლანეტაზე, მისი დახრილი ღერძის წყალობით, პლანეტის ბუნიობის დროს, როდესაც მისი რგოლები მზის კიდეზე იხრება, რგოლებში ჩნდება იდუმალი და გარდამავალი ეფექტები.
NASA განმარტავს, რომ ასტრონომები ამ პერიოდს, როგორც “Spoke-ის სეზონი”, ისე მოიხსენიებენ. მას 1980-იანი წლების დასაწყისიდან აკვირდებიან და ეს ვოიაჯერის (Voyager) მისიის წყალობით.
ახლა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა ამ უცნაური ლაქების ამსახველი სურათები, რომლებიც კვეთენ სატურნის რგოლებს. ეს პლანეტის ყველაზე დამაბნეველ და გარდამავალ პერიოდთანაა დაკავშირებული.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ ჩნდება ეს იდუმალი ლაქები, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, თუ რითია ისინი სეზონურ მახასიათებლებთან დაკავშირებული.
თუმცა მეცნიერებს აქვთ ვარაუდი: ლაქები შეიძლება იყოს მზის ქარით გამოწვეული სატურნის მაგნიტური ველების ცვლილების შედეგი. ეს ელექტრულად დამუხტული ფენომენი, რომელიც იწვევს ჩრდილოეთის ციალს დედამიწაზე, შეიძლება ჰაბლის “თვალში” გარდამავალ ჩრდილებად მოსჩანდეს.
“ეს არის ბუნების უცნაური ხრიკია, რომელსაც ჯერ მხოლოდ სატურნზე ვხედავთ”, — თქვა საიმონმა.
ასტრონომები ახლა ჰაბლის მიერ მიღებულ მონაცემებს კასინის ზონდის მონაცემებთან აკავშირებენ, რათა ამ უცნაური ფენომენის შესახებ უკეთ გაიგონ.




































































