თბილისში, დიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა. რომლითაც დატვირთული იყო.
კერძოდ, ipn-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.
როგორც ცნობილია, მაშველებმა მანქანიდან სატვირთოს მძღოლი გადმოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
































































