სენაკში მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია სასმელები და სიგარეტები.
მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე არასრულწლოვანია მხილებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

































































