დიდ ბრიტანენთში, Alcohol Health Alliance-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შაქრის მაქსიმალური დღიური დოზის მისაღებად, საკმარისია, ადამიანმა დღეში 2 ჭიქა ღვინო მიირთვას.
დამოუკიდებელი ლაბორატორიის მკვლევარებმა ბრიტანეთში ცნობილი ბრენდების წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ხილისა და ცქრიალა ღვინოები შეისწავლეს.
30-ზე მეტი შესწავლილი ბოთლიდან ეტიკეტზე არცერთს არ ეწერა კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ამას კანონი არ ითხოვს.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 30 გრამი შაქარი შეიძლება მიიღოს. მკვლევარების თქმით, დღიური ლიმიტის მისაღწევად, საკმარისია, ადამიანმა საშუალო ზომის ჭიქით, ორჯერ მიირთვას ღვინო.






































































