https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შედარებით უკეთესი სეზონი და  მანდარინის გაზრდილი ფასი”

14:48; 19.12.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მანდარინის კრეფა დასავლეთ საქართველოში, როგორც აჭარაში, ისე გურიაში, ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, ცუდი ამინდების (ძირითადად, ხანგრძლივი წვიმების ) გამო, ხალხი ნერვიულობდა და ამბობდნენ, რომ წელს ციტრუსოვანთა ბაღები ნაკლებად მსხმოიარე და ზოგან უხარისხო ნაყოფით გამოირჩეოდა, ცუდი ამინდი კი ზარალს კიდევ უფრო გაზრდიდა. ამბობდნენ იმასაც, რომ როგორც ყოველთვის, რეალიზაციის საფრთხეც იქნებოდა.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კომუნისტების დროს, 28 ათას ტონამდე ციტრუსოვანი, ძირითადად, მანდარინი, იკრიფებოდა. ხანდახან რომ გავიხსენებთ და იძახიან, კომუნისტების დრო აღარ არის, დაივიწყეთო… კომუნისტების დრო კი არ გვინდა, იმას ვამბობთ, რომ ამდენი იკრიფებოდა და მალევე მთლიანად რეალიზებული იყო. მართალია, მაშინ სოფლებში ყველგან პავილიონები იყო, მუშაობდა შემფუთავი ქარხნები, საკონსერვო ქარხნებიც იყო სოფლებში _ მერიასა და და დვაბზუში.

ოზურგეთში სულ ოთხიათას კვ.მ. ფართობზე იყო გაშენებული ციტრუსოვნები, ხალხი ამით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ხომ შეიძლება, ვინმემ ეს ისე მოაწესრიგოს, რომ იმ ნაგინებ კომუნისტებზე უკეთ თუ არა, ისე მაინც მოაწესრიგოს? რა შუაშია აქ ისეთი საუბარი, რომ ახლა კერძო საკუთრებაა და გინდა მიხედე, გინდ ნუ მიხედავ? ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. ადამიანს სჭირდება თანადგომა, რჩევა, ხელმისაწვდომი ფასი პესტიციდებზე, რომ დროულად და ხარისხიანად შეწამლოს პლანტაცია, _ გვეუბნებიან სოფელ მერიის მცხოვრებლები.

ადგილობრივი მკვიდრი მზევინარ ღლონტი ამბობს, რომ წელს სოფელში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე შარშან. ახლა ყველას მოკრეფილი აქვს მანდარინი და რეალიზაციაც მოასწრეს. ძალიან ცოტა დარჩა მოუკრეფავი:

_ წელს ერთი ახალი უცნაური დაავადება შევნიშნეთ ციტრუსოვანთა ბაღებში _ მანდარინის ნაყოფზე, ყუნწთან კანი შეშუპებულივით ჰქონდა. ნაყოფის შიგთავსი დაუზიანებელი იყო, მაგრამ ვინ იცის ეს ახლადდაწყებული დეფორმაცია რის ბრალია და მომავალში როგორ იჩენს თავს? ვერავინ ვერ მიხვდა, რა იყო ეს. თან ყველა პლანტაციაში არ იყო ასე. ახლა ვეცადე, რაც კარგი იყო, მომეკრიფა და გამეყიდა. ერთი კილოგრამი 40 თეთრი ღირს და დაუბრკოლებლად მიჰქონდათ ჩასაბარებლად. მოკლედ, ეს შესამჩნევი უკეთესობა, გვინდა, მომავალ წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ის, რაც ხალხს ძალიან უჭირს, ციტრუსოვანთა ბაღების შეწამვლა და მოვლაა. კი არის დახმარებები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. შარშან ნაყოფიც უკეთესი იყო და მოსავალიც მეტი, მაგრამ ჯერ ადრე მოსულმა სეტყვამ გაგვიფუჭა _ თქვენი გაზეთი წერდა მაშინ, მე გესაუბრეთ. წელსაც მეშინოდა, გურია და სეტყვა ცოტა შეუთავსებელია, მაგრამ გადავრჩით, თუმცა, სამომავლოდ მეტი თანადგომა გვჭირდება ხელისუფალთაგან, _ გვეუბნება ის.

_ ქალბატონო მზევინარ, თუ იცით, ახლა რამდენი ტონა მანდარინი იკრიფება გურიაში?

_ დაახლოებით, ვიცი, როგორ არა. კომუნისტების დროს სეზონზე 25-28 ათასი ტონა იკრიფებოდა. ახლა, როგორც მე ვიცი, 10-15 ათას ტონას შორის მერყეობს ეს ციფრი. ფაქტია, კომუნისტური წყობილების დაშლის შემდეგ, სისტემაც მოიშალა _ ვის ეცალა ბაღებისთვის?! ზოგი გახმა, ზოგმა აჭრა და თხილი დარგო. ისე იყო თუ ასე, ახლა რაც არის დარჩენილი, იმას შენარჩუნება უნდა. მე პირადად, როცა მოვიდა კლიენტი, ერთი კილოგრამი 90 თეთრად გავყიდე. არ აურჩევიათ, დიდიან–პატარიანად ერთად წაიღეს. საუკეთესო და არჩეული, ერთი კილოგრამი 1,70 ლარად იყიდეს. ასე რომ, წელს საახალწლოდ ხალხს ცოტა ფული აქვს და სხვა წლებში რომ დამწუხრებული იყვნენ, ახლა ისე არ არის…

_ ახლა დაუკრეფავი არსად დარჩენილა ციტრუსოვანთა ბაღები? მახსოვს, წინა წლებში, სოფლებში, იანვარშიც გადაყვითლებული იყო ბაღები…

_ წელს ნამდვილად ყველამ მოკრიფა. მაშინ საერთოდ არ იყიდებოდა და ხალხი ტოვებდა ხეზე. თუმცა, არც ასე შეიძლება. ერთი წლის მოსავალი რომ იკარგება, ის თუ ხეზე დატოვე, ადვილად შეიძლება, მთელი პლანტაცია განადგურდეს…რაც მთავარია, წელს არც ბუნებისგან გვინახავს ზარალი და არც გაუყიდავი მანდარინი დაგვრჩენია. ეს კი გვიხარია…

სოფელ ნატანების მკვიდრი მაია ნაკაიძე ამბობს, რომ აქ მანდარინი ყველამ მოკრიფა, თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ ყველამ მოახდინა მისი რეალიზება, არასწორია:

_ წელს ბევრი არ ესხა მანდარინს. ადრე ვინც მოკრიფა, მათ უფრო გაყიდეს. ინდივიდუალურადაც დადის ხალხი ბაზარში, როგორც აქ, ადგილზე, ისე _ დედაქალაქში. ერთიანად მყიდველი კი ბევრი არავინ მოსულა. ორჯერ იყვნენ აზერბაიჯანიდან მოსული. მე პირადად და რამდენიმე ჩემმა მეზობელმა, არ გავყიდეთ _ ფასი არ იყო სასურველი. კარგია, რომ მოკრეფა მოვასწარით და მოსავალი გარეთ არავის დარჩენია.

საახალწლოდ ველოდებით მყიდველის მოსვლას _ სადღესასწაულო დღეებში უფრო აქტიურობენ. ხალხს უჭირს სრულყოფილად პლანტაციების შეწამვლა, მოვლა. არადა, ზამთარში, სულ ცოტა, ლუკმა–პურის ფულის საშოვნელად მანდარინი საუკეთესო საშუალებაა. თითოეული ოჯახი უფრო აქტიურად უნდა მიუბრუნდეს ბაღების გაუმჯობესებას, განახლებას. რეგიონში, სოფელში რომ ცხოვრობ, ყველაფერი უნდა გქონდეს, თუნდაც მცირე რაოდენობით. შერეული მეურნეობა საუკეთესო საშუალებაა საოჯახო ეკონომიკის გასაუმჯობესებლად…

_ მანდარინს ზოგი კარგად უვლის, ზოგს კი მხოლოდ მოკრეფის დროს ახსენდება. მოვლა ძალზე შრომატევადი კი არის _ მე პირადად სამჯერ გავცელე, აზოტი მივეცი, ერთხელ შევწამლე, გავსხალი… დაბარვა–შეთოხნა თავისთავად… მაინც არ ვარ შედეგის კმაყოფილი, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, უკეთესია. გაიზარდა არასტანდარტულის ფასი _ გუშინ იყვნენ მოსული, ორი ტონა გავყიდე, წაიღეს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში.

ცოტა რაოდენობით დარჩათ მოუკრეფავი _ ყინვა აქ არ იყო ისეთი სიძლიერის, რომ ნაყოფი გაეფუჭებინა. მანამდე იყო ცოტა სეტყვა და თუ ეს არ დაეტყო, კარგია.

ახლა ვაპირებ, შევცვალო ბაღის სტრუქტურა. ბევრი გახმა, ზოგი გასაახლებელია. მსურს, დავრგო საადრეო ჯიშის მანდარინი _ ერთი თვით ადრე შემოდის, ხე დიდი არ იზრდება. 30 კილოგრამამდე ისხამს ერთი ძირი. ჩვენს სამეზობლოში უკვე ბევრმა დარგო და ვაპირებ მეც.

დაავადებას რაც შეეხება, ნატანებშიც შეიმჩნეოდა ყუნწთან დაზიანებები, უფრო სიშავე. ვერავინ თქვა, რის ბრალია. ისიც ითქვა, რომ შეწამვლა აკლია. თუმცა, შენაწამლ ბაღებშიც ასე იყო. ძირითადად ასეთი გადავარჩიეთ და “ენესად” გავყიდეთ.

ასეა თუ ისე, წლევანდელი სეზონის ყველა უფრო კმაყოფილი ვართ _ აქამდე ზარალზე ვმუშაობდით. წარმოიდგინეთ, 900 ლარი მარტო მკრეფავებს გადავუხადე. დანარჩენი უამრავი ხარჯია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ხალხი გულიანად უნდა მიუბრუნდეს მანდარინის ბაღების რეაბილიტაციის საქმეს. ახლებურად მოვლის წესებს რომ ვუსმენ, გვეუბნებიან, რომ მზის სხივების 25% ხის წვეროდან მიწამდე უნდა აღწევდესო. ასე უნდა იყოს გასხლული და უფრო გამოხშირული. ჩვენ ასეთ მოვლას არ ვიყავით მიჩვეული. ახალმა თაობამ ახლებურად ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მეც ვსწავლობ _ ასაკში შესული კაცი. კარგი საშუალებაა ოჯახისთვის. თუ გინდა კარგი მოსავალი მოგცეს, კარგად უნდა მიხედო. სხვანაირად არ შეიძლება, _ ამბობს სოფელ ნატანების მკვიდრი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი თამაზ ტუღუში.

ბატონ თამაზს საკუთარი პლანტაცია აქვს და სურს, გადაახალისოს და განაახლოს მანდარინის ბაღი. იგივეს ურჩევს სხვებსაც.

სოფელ ქაქუთის მცხოვრებლები _ ნაირა ხავთასი და ჩიტო ზოიძე ამბობენ, რომ წელს ამინდმა გაამართლა, მოკრეფაც შეძლეს და გაყიდვაც მოახერხეს.

_ ადრე მოვკრიფეთ, მყიდველიც იყო და კი გვინდოდა მეტად გაგვეყიდა, მაგრამ ვამჯობინეთ, ცოტა იაფად გაგვეყიდა და ერთიანად რეალიზებისას, დაზღვეული იმით ვიყავით, რომ მოკრეფილი პროდუქტი არ გაგიფუჭდებოდა. კი გვინდოდა, მეტად გაგვეყიდა. ვის არ უნდა ეს, მაგრამ სავარაუდო ზარალს მაინც ასე ვამჯობინეთ, _ გვითხრეს მათ.

სოფლებში: მერიაში, შრომაში, ნატანებში, კონჭკათში, ასევე ჯუმათში ჩვენი რესპოდენტები ნიკო ჩხარტიშვილი, მარინა ნადირიძე, თინა ღლონტი და სხვები გვეუბნებიან, რომ წელს უმჯობესი სეზონი იყო, ვიდრე შარშან. თუმცა საუბრისას ყველა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მეტ თანადგომას ელიან. ასევე, ამბობენ, რომ აუცილებლად კიდევ უნდა გაიზარდოს არასტანდარტული (ენესი) მანდარინის ფასი.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

თამაზ ტუღუში
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8 სექტემბერი, 2026

დავით მათიკაშვილი: “მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით”

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026
საზოგადოება

„წარღვნა და მეორე მოსვლა“ _ გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

14:26; 7.09.2026
საზოგადოება

“ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა” _ რა მიმართულებითაა გურიაში მოძრაობა აკრძალული

14:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო