SOLO აქტიურად აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ინიციატივით ერთობლივი პროექტი – ვაზისუბნის საახალწლო ღონისძიება იმართება.
ორი დღის განმავლობაში – 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საზეიმო ვახშამს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ისიამოვნონ ახალი წლის ჯადოსნური გარემოთი და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. SOLO Visa ბარათის მფლობელები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 15%-იანი ქეშბექი ვაზისუბნის რესტორანში.
(R)