https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია”

9:11; 19.11.2020
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხემლისხიდში იმ ოჯახის წარმომადგენელია, სადაც ჩვენს ქვეყანას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, სამი ომის ვეტერანი ჰყავს. ამ სათვალავით, საქართველოში ეს ოჯახი ერთადერთია. მამა _ ომის ვეტერანი ბადრი მახარაძე, არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. და, _ ომის ვეტერანი ლალი მახარაძე დღეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

_ როცა მამა ასაკში შევიდა, სოფელს დავუბრუნდი. სად არ ვმუშაობდი. ფრუნზეს აკადემიის დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვიმყოფებოდი დიპლომატიურ სამსახურში, თუმცა, ჩემს მამულს, სახლ-კარს არაფერი მირჩევნია. აქ ისეთი მიწა-წყალია, იმდენი ნაშრომი აქვს ჩემს მშობლებს, აქაურობას როგორ შეველევი? ოღონდ ახლებური მიდგომით ვიწყებ. ყველანაირი კულტურა გვაქვს, თუმცა, როცა “ადესა” ავჭერი და ჩხავერი და საკმიელა დავრგე, მამაჩემის განაწყენება მომიხდა. მართლაც ისე ლამაზად ჰქონდა ტალავერი გაკეთებული, სულ ყურება მოგინდებოდა.

ახლა მთავარი საქმე ჩემთვის ვენახია და ერთსაც გეტყვით _ რაც არ უნდა ნადი და მუშახელი დამჭირდეს, ვენახთან სხვას ვერ მივუშვებ! თითოეულმა ლერწმა ჩემს ხელში უნდა გაიაროს. სასწაულია ჩხავერი და საკმიელა. შინ შესვლა არ მინდა… გურულ ჯიშებზე მაქვს ორიენტირი და უნდა მივყვე ბოლომდე, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი შოთა მახარაძე, თან ახლადგაშენებულ ვენახის მწკრივებს თუ ტალავერს შორის მიგვიძღვება.

შოთა მახარაძის საკარმიდამო ნაკვეთი სულ ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და აქ ძალიან კარგად არის წარმოდგენილი შერეული მეურნეობის სრული იერ-სახე.

საკარმიდამოს მარჯვენა მხარე ფეიჰოას და კივის მწკრივებს უჭირავს. მარცხნივაც ფეიჰოას მწკრივია. სახლის მიმდებარედ კი _ ვაშლის, ხურმის, სხვადასხვა ხეხილოვნების ძველი და ახალი ნარგავები. მოშორებით, ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდის ყანა აქვს.

_ სასწაული მიწაა აქ. შრომას მოგანდომებს. სახლის უკან მდინარე ნატანები ჩამოდის, ეზოში ჭა და ორი წყარო მაქვს. ასევე, მაქვს მთიდან გამოყვანილი წყალი. უფრო ტექნიკური მიზნით ვიყენებ, _ ამბობს 50 წლის მეურნე, რომელმაც, ამ ზაფხულს, მეუღლესთან ერთად, მარტო ბოსტანში სამას კილოგრამზე მეტი კიტრი მოიწია.

შერეული აგროკულტურები ირგვლივ სად არ ჩანს. საბოსტნე ფართობის მიღმაც, სადაც კი ვენახია გაშენებული, ყველა კუთხეში, როგორც თავად ამბობს, “გამორგულია” წიწაკა, “ბულგარული”, პომიდორი თუ სხვადასხვა ბოსტნეული.

 _ მიწაა აქ საუკეთესო. ნაკელი მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ შემაქვს. თუმცა, მწირიც რომ იყოს, ორი ჰექტარი ფართობის მოვლა, გლეხმა უნდა შეძლოს. გურია მცირემიწიანი მხარეა. სასოფლო-სამეურნეო ფართობები აქ ცოტაა. ამიტომ მეურნემ წინასწარ უნდა გათვალოს, რა უნდა მოიყვანოს და რამდენი, რომ ჯერ ოჯახის კარგად რჩენა შეძლოს და მერე გასაყიდად მოწეულის რეალიზაციაზე იფიქროს. თუ ერთ კულტურას ამოვიჩემებთ ამ რაოდენობის ფართობზე, დიდ ფულად შემოსავალს ვერც ერთი დასახელების კულტურისგან ვერ მივიღებთ. ამიტომ მე ყველას ვეუბნები და ვურჩევ, რომ მცირემიწიან ფართობში საუკეთესო გამოსავალია შერეული მეურნეობის წარმოება, _ გვეუბნება ბატონი შოთა და ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის ასე მიდგომა ყველასთვის სავალდებულოდ უნდა იქცეს. გამოთქვამს სინანულსაც, რომ ბევრ ადამიანს შრომა ეზარება.

_ ხან იმდენი ნერგი, ჩითილი გამოვთხარე სხვადასხვა აგროკულტურის, მაგალითად, კიტრის, პომიდვრის, თუ სხვა, წამღებიც არავინ იყო და გადავყარე. ნერგს რომ დარგავ, მიხედვა უნდა. არაა ეს ძნელი. დილით ადრე ორი საათით და საღამოსაც, ასევე, ორი საათით რომ ჩავიდეს ადამიანი მამულში, დამერწმუნეთ, საქმეს საათივით ააწყობს. ვერ გამდიდრდება, ასე დიდ ფულს ვერ იშოვის, მაგრამ სახლში ექნება უმთავრესი სიმდიდრე _ საჭმელ-სასმელი, სტუმრის არ შეეშინდება, ზამთრის და ავადმყოფობის. ეზარებათ ეს. არადა, არავინ არ მოგვცემს მუქთად არაფერს. მიწასთან ერთად უნდა იბრძოლო, მის მხარდამხარ და ეს ფერხული, თუ არ უღალატებ, შედეგს მოგცემს. ღალატია ის, როცა სამ დღეს, ერთ კვირას არ შეივლი ბოსტანში თუ ვენახში და მომდევნო სამ დღეს იმუშავებ _ ასე არ გამოვა. 30 წელია, დაინგრა კომუნისტური წყობილება და ხალხი კიდევ რაღაცეებს იხსენებს, რაღაცაზე ოცნებობს… ვერ ისწავლეს შრომისადმი საგულდაგულო, დაგეგმილი მიდგომა, _ გულწრფელი თხრობითა და შენიშვნებით გამოირჩევა ჩვენი მასპინძელი.

მას უხარია, რომ გურიაში ძალიან საამო ქარმა დაბერა ვაზის გურული ჯიშების მოძიების, მოშენების და განახლების მხრივ. ამის გამო კი მადლიერებას გამოთქვამს ცნობილი ვაზის ტრფიალის, ვაზის გურული ჯიშების მაძიებლის, ანდრო ვაშალომიძის მიმართ.

_ ბატონმა ანდრომ მომცა ჩხავერის და საკმიელას ნერგები. მოვლაც მისებური მასწავლა. ასევე, კივის გასხვლა ცნობილი ფერმერისგან, კაკო ღლონტისგან ვისწავლე. ვიყავი მიჩერებული _ კივმა შვიდ წელიწადს არ გამოისხა. თურმე, შეცდომით ვსხლავდი. მერე ბატონ კაკოს მივმართე, იმავე წელს გამოისხა და ახლაც ხედავთ, როგორი მსხმოიარეა, _ იცინის ბატონი შოთა, _ საკუთარ ამბავს რატომ ვყვები ახლა, იცით? სირცხვილი ის კი არაა, რომ არ იცი და იკითხავ. სიზარმაცეა სირცხვილი და კაცის წამხდენი.

შერეულ მეურნეობაზე ორიენტირებული შოთა მახარაძე ამბობს, რომ ჯერ, მუშაობის დაწყებამდე, მობილიზება უნდა მოახდინოს ადამიანმა. თუ მიწა მწირია, უნდა გამოკვებო. გურიაში, უმეტესად მოკირიანება სჭირდება ნიადაგს. ამის გარეშე არ გამოვა. შემდეგ კი, უღალატო შრომის პირობებში, შედეგი თავისით დადგება.

მას ახლა გადაწყვეტილი აქვს, შინაური პირუტყვიც მოაშენოს. დაიწყო ძროხებისა და ღორების მოსათავსებელი ზომიერი სადგომების მოწყობა. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხუთი მსხვილფეხა რქოსნის და ამდენივე ღორის მოყვანას აპირებს. შინაური პირუტყვის მოშენების იდეა, როგორც თავად ამბობს, მის მეუღლეს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.

_ მარტო მრავალწლოვანი ხეხილოვნების, ვენახის და აგროკულტურების იმედად ვერ ვიქნები _ შინაური ფრინველი და პირუტყვი აუცილებლად უნდა მოვაშენოთ. ჩემმა მეუღლემ ჩემზე ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ საქმეს მარტო ვწვდებით. ნადი ხანდახან გვჭირდება. მაგალითად, სიმინდის ტეხვის დროს. მერე კი, როცა მეურნეობას მოვაძლიერებ და ეს მალე იქნება, რამდენიმე ადამიანის, ჩემი თანასოფლელების დასაქმებასაც შევძლებ. ვიცნობ მუყაით ადამიანებს და შერჩევა არ გამიჭირდება. ესაა, ყველამ უნდა იშრომოს და სოფელი ფეხზე დადგება. საზღვარგარეთ რომ ვიყავი, ბევრ ქართველ უსაქმურს ვნახულობდი. “რა გავაკეთო, იქ რომ დავბრუნდე?”_ ამბობდნენ ისინი. დამერწმუნეთ, ვინც აქ არაფერს არ აკეთებს, ის უცხოეთშიც ტყუილად დაყიალობს. ვინმე იქაური შეძლებული ქართველის ან სხვა ნაცნობების იმედად. როგორ ვაკეთებ მე? თბილისშიც მაქვს სახლი, თუმცა აქ, ამ გარემოში სიცოცხლეც გაცილებით მწყურია და შრომაც. ასეთია ჩემი აზრი და მინდა, ყველა ავიყოლიო, ვინც დამიჯერებს და ამყვება, _ თავის საფიქრალს კვლავ გულწრფელად გვიამბობს ბატონი შოთა.

მას ორი შვილი ჰყავს, რომლებმაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს. გოგონა თბილისში მუშაობს, ვაჟი _ ნიკა უცხოეთშია და მალე სოფელში დაბრუნებას აპირებს.

_ მინდა, ჩემს ვაჟს მზადყოფნაში დავხვდე. მეურნეობა უნდა გავაძლიეროთ… _ ამბობს ის და მეტად ტრაგიკულ რეპრესიების ამბებს იხსენებს, რაც მის ბებია-ბაბუებს და ბიძებს ხვდათ წილად:

_  ყველა კატორღაში გაასახლეს. დახვრიტეს…მამაჩემი პატარაობიდან მამიდებმა გაზარდეს. მერე დაბრუნებულა აქ, ტრიალ, გავერანებულ ფართობზე და მაინც ფერფლისგან აღუდგენია ყველაფერი… მინდა, კვალში გავყვე მშობლების თავგანწირული შრომისა და ბრძოლის ტრადიციას. მიწის სიყვარული მაცოცხლებს და მინდა, ჩემს შთამომავლობასაც ეს ასულდგმულებდეს…

მართლაც სულის შემძვრელია ექიმი ბაბუის და მთელი საგვარეულოს წარმომადგენლობის დახვრეტა-გაციმბირების ისტორია. ამ ოჯახის შვილებმა თავადაც გმირობით განაგრძეს ცხოვრება _ როგორც დასაწყისში ვთქვით, ქვეყანას ერთი ოჯახიდან სამი ვეტერანი ჰყავს, რასაც _ გმირობის გაუხმოვანებელ ისტორიას, ჩვენ სხვა კონტექსტით, მალე მივუბრუნდებით…

 ახლა კი წარმატებას და დასახული მიზნების გახორციელებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს, რომელიც გვპირდება, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ეყოლება 15 ძროხა მაინც, ამდენივე ღორი, მოიწევს დიდი რაოდენობით ყურძენს, კიტრს, თხილს, ციტრუსოვანს და მრავალნაირ აგროკულტურას.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

რა დოზით შეეხება წერტილოვანი შეზღუდვები ზამთრის კურორტებს

"ამ ზაფხულს, იმ ზაფხულს... და ამასობაში გავიდა ცხოვრება!" _ ნინოშვილის ქუჩის მოუგვარებელი პრობლემა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო