შეწყალებული დენის კულანინი ისევ დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უფლებები საქართველო” ავრცელებს.
“დღეს, 2026 წლის 30 აგვისტოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვა განიხილა შსს მიგრაციის დეპარატამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით.
მოსამართლემ დააკმაყოფილა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და დენის კულანინს კვლავ დააპატიმრეს. კერძოდ, მოსამართლემ მიზანშეწონილად ჩათვალა დენის კულანინის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 3 თვის ვადით დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე.
შსს თავის შუამდგომლობაში უთითებდა, რომ არსებობდა დენის კულანინის მიმალვისა და გაძევების პროცედურისთვის თავის არიდების საფრთხე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, რომ დენის კულანინს ამ ეტაპისთვის არ აქვს ქირავნობის აქტიური ხელშეკრულება. შეგახსენებთ რომ დენის კულანინი 28 აგვისტომდე სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლომ არ გაითვალისწინა დენის კულანინის ადვოკატების შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებად დართული მესამე ქვეყანააში გასამგზავრებლად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო”,_ წერია ინფორმაციაში.

































































