“ვინც გვიყვარს, არსად მიდის. ლიზი თოდრია აშშ-ის ერთ-ერთი კოლეჯის სტიპენდიანტია, მან პირველი სტიპენდიით ჯვარი დაამზადებინა და თავისი გარდაცვლილი კლასელის ხსოვნის უკვდავსაყოფად ბახმაროს მზის ამოსვლის გორაზე აღმართვინა.
დათო ხაბეიშვილის მეგობრები ასე მიუყვებიან თავიანთ აღმართს.
მე ემოციიების გარეშე ვერ ვნახე ეს კადრები. ასე უყვართ გურიაში, კადრები კი იმის დასტურია, რომ, ვინც გვიყვარს, არსად მიდის, მარადიულად რჩება ჩვენს გულში, სიტყვასა და საქმეში.
სიკეთისფერი ბიჭი, ჩვენი მზის სხივი, არსად წასულა, ის ყველგან დარჩა, მის ხსოვნას უფრთხილდებიან.
ლიზი, შენ ხარ მზეგოგო, მე როცა გხვდები, პირველი გეკითხები, ხომ დაბრუნდები-მეთქი, რადგან ყველაფერს უხდები აქ.
მიყვარხარ უსაშველოდ, მინდა უბედნიერესი იყო შენს ქვეყანასთან ერთად.
p.s.ყოველთვის მპასუხობს, კი მას, აუცილებლად დავბრუნდები”, _ წერს ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აზიარებს, როგორ ააქვთ დავითის მეგობრებს ჯვარი მთაზე.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 22 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში _ სამრევლო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დავით ხაბეიშვილი დენის დარტყმით გარდაიცვალა. დენი წყლის ჭავლის აპარატიდან გადავიდა.
































































