წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო ცხოვრება 173 მოსწავლისთვის სრულდება.
წლევანდელი სტატისტიკა არაერთგვაროვანია. თუ ზოგიერთ სკოლაში კურსდამთავრებულთა რაოდენობა ათეულებს აღწევს, რიგ სოფლებში სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე ამთავრებს- ამის შესახებ „გურია ნიუსისთვის“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
„ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას 45 მოსწავლე ამთავრებს, ბუკისციხის საჯარო სკოლას -5, ალექსი ბერაძის სახელობის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლას -6, სიკო დოლიძის სახელობის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლას – 12, სოფელ გუთურის საჯარო სკოლას 9, სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლას -1, ისიდორე რამიშვილის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას -3, სოფელ ერკეთის საჯარო სკოლას- 1, ვანზომლეთის საჯარო სკოლას -2, ზემოსურების საჯარო სკოლას -1, მურთაზ ირემაძის სახელობის სოფელ ზოტის საჯარო სკოლას – 8, კოხნარის საჯარო სკოლას- 10, ნაბეღლავის საჯარო სკოლას – 5, საჭამიასერის საჯარო სკოლას – 8, ქვაბღის საჯარო სკოლას – 4, ქვენობნის საჯარო სკოლას- 3, შუა ამაღლების საჯარო სკოლას- 5, შუა სურების საჯარო სკოლას – 1, ჩაისუბნის საჯარო სკოლას -4, ჩხაკოურას საჯარო სკოლას – 3, ხიდისთავის საჯარო სკოლას – 9, ა(ა) იპ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ჩოხატაურის სამრევლო სკოლას – 28“,_ წერია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

































































