https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სოფელი მოვიარე და კილო სათესლე სიმინდი ვერ ვიშოვე” _ ჩაის ბედს სიმინდიც გაიზიარებს?

11:17; 28.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოები, მიუხედავად წლევანდელი საკმაოდ ცივი და სეზონისთვის შეუსაბამო ტემპერატურის ცვლილებისა, ხალხმა მაინც დაიწყო. თუმცა, ეს ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში ხდება, სადაც ხალხს ბაღჩა–ბოსტნები აქვთ. ხოლო კარგა ხნის წინ მიტოვებული სახნავ–სათესი ფართობები, სადაც ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ გურულებს, ძირითადად გაველურებულია.

ამის შესახებ ჩვენ, თითქმის ბოლო ათწლეულია, ყოველ სეზონზე ვწერთ და უკუსვლა იმდენად თვალშისაცემია, რომ ადგილობრივები ხშირად სვამენ კითხვებს: “ჩაის ბედს სიმინდიც გაიზიარებს?” “შემოტანილი ჩაი თუ არ ვარგა, სიმინდი რითაა უმჯობესი?” “ჩაის რეაბილიტაციაო კი იძახეს, მაგრამ ფაქტი სადაა?” “რატომ უნდა ვჭამდეთ ჩინურ სიმინდს?” _ გურიაში ხშირად სვამენ ასეთ და მსგავს კითხვებს.

გურია, როგორც მცირემიწიანი რეგიონი, სადაც ერთწლიანი კულტურების მოყვანაა შესაძლებელი, კომუნისტური წეს-წყობილების შემდეგ, მუდამ გვიან იწყებდა საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოებს.

ცნობილი ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ეხმარებოდა ფერმერებს ყანების დახვნა-დათესვაში, რაც უფასოდ ხდებოდა და მოსავალიც იმდენად კარგი იყო, რომ ხალხი მადლიერი იყო სავსე ბეღლებით. მომდევნო წლებში, როცა ეს დახმარება შეჩერდა, თანდათან შემცირდა დახნულ-დათესილი სავარგულები .

_ ხშირად ისმის, რომ ხალხმა სიზარმაცის გამო შეაჩერა კუთვნილი სახნავ–სათესი სავარგულების დამუშავება, რაც სრული სიცრუეა _ ის დახმარება, რაც მაშინ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა გაუწია, მართლაც მადლიანი საქმე იყო. მერე ითქვა, რომ შემდგომში ხალხს თავად უნდა მოენდომებინა და გაეგრძელებინა ამ ძალიან საჭირო კულტურის საკუთარი ძალებით მოყვანა. მაგრამ, როგორ, ეს ვინმემ იკითხა? არ მელაპარაკოთ ზარმაცებზე, რომელიც სულ იყო და იქნება.

 მარტივად აგიხსნით. 90-იან წლებში, მიწის პრივატიზაცია რომ მოხდა, ისედაც მცირემიწიან გურიაში, თითო ოჯახს ერთი ჰა მიწის ნაკვეთი ერგო. აქედან ყველა არც არასდროს არ იყო სახნავ–სათესი. საშუალოდ, სამი ათას კვ.მ. მიწის ფართს იყენებდნენ მარცვლეულისთვის. მოხდა ისე, რომ 35 წლის წინ შემოსაზღვრული საყანეების ღობეები დაძველდა, დაიშალა და შესაბამისი შესაღობი მასალის სიძვირის გამო, ხალხმა ვეღარ შეძლო ხელახლა შეღობვა. ვინც შეძლო და (მცირე ნაწილი) შემოღობა, თანდათან დათესვა ვეღარ შეძლო. იმდენად ძვირია დახვნა–დათესვა და მერე სრულ ვეგეტაციამდე შესასრულებელი სამუშაოები, იქნებ, არც დაიჯერონ. ათას კვ.მ. ყანის ერთხელ გათოხვნაში, თუ მუშახელი დაიქირავე, 80 ლარი უნდა ერთ ადამიანს, სულ ცოტა. დანარჩენი იანგარიშეთ! თხილი გამოვჭერი, ათიოდე გოდორი სიმინდი რომ მქონოდა და სათესლე სიმინდი ვერ ვიშოვე, წარმოგიდგენიათ? სოფელი მოვიარე და არავის ჰქონდა ორიოდე კილოგრამი! მერე ვიღაცას სხვა სოფელში გამოვართვი! ახლა არ მითხრათ, ბაზარში რომ ჩინური თუ ვინ იცის საიდან შემოტანილი საფანტივით სიმინდია, ის უნდა დამეთესა. თქვენი აზრით, ივარგებდა სათესლედ? არ მითხრათ, რომ ეს გლეხკაცის სიზარმაცის ბრალია, _ გვეუბნება სოფელ ქაქუთის მკვიდრი სერგო ბოიაჯანი.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველ სეზონზე ვწერთ, თუ რა ხდება რეგიონში ხვნა-თესვის სეზონზე, რატომ მიატოვა ხალხმა (ნაწილმა გაყიდა) სახნავ-სათესი სავარგულების დამუშავება და მდგომარეობა სავალალოა.

ამჯერად ვსაუბრობთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ირგვლივ. აქ სულ სახნავ-სათეს სავარგულს უჭირავს 5 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ბოლო წლების განმავლობაში, თანდათან იკლო ამ ფართობის დამუშავებამ და ორი წლის წინ, ნახევარიც არ დახნულა. წელს რა მდგომარეობა იქნება, არავინ იცის, რადგან ჯერ საერთოდ არაა დაწყებული შესაბამისი სამუშაოები. ეს ფართობები უმეტესად კონკრეტულ უბნებზე (ლელიანი, ჩალიანი, მოლიანი და მსგავსი) განთავსებული სავარგულებია, თორემ სოფლებში უკვე ათიოდე კომლიც არ რჩება ისეთი, ვინც საყანე ფართობს თესავს.

ასეთი ვითარების გამო, შესაძლოა, ადამიანს გაუჩნდეს კითხვა: იქნებ, არ სჭირდებათ? არ უნდათ? საპასუხოდ მოვუსმინოთ ადგილობრივ მცხოვრებთ, ვისაც არც ისე შორეულ წარსულში საყანე ფართობებიდან უხვი მოსავალი მოჰქონდათ და იგივე სურვილი აქვთ დღეს:

_ ნახავთ კი ისეთს ვინმეს, ვისაც არ სურს, საკუთარ ფართობში მოიწიოს სიმინდის მოსავალი? მე პირადად ძალიან მინდა, მაგრამ იმხელა ფასი აქვს ამ ყველაფერს, მეოთხედიც არ დამჭირდება, ფქვილი რომ ვიყიდო. რა ვქნა? სამეზობლოში ქათმები შემოელია ხალხს. კარგია, ყველა გაყინულ ხორცს რომ ჭამს? ჩემს ბავშვობაში ნაყიდი კვერცხი არ მიჭამია. ახლა? იმდენი ქათამი ვის ჰყავს, სულ კვერცხს დებდეს და უწყვეტად ოჯახში იყოს შინაური ფრინველის კვერცხი? ხალხი რომ იაფ და გაყინულ პროდუქტს მიაჯაჭვეს, ეს არაა რიგითი მეურნის ბრალი. ხვდება ამას ხალხი და იქ, ზემოთ, ჰგონიათ, გვატყუებენ.

საყანე ფართობების გაველურება ბოლო ეტაპია, ალბათ, რომ გლეხკაცმა მამაპაპურ შრომაზე ხელი აიღოს და მუდმივად უხარისხო პროდუქტით იკვებოს… _ გვეუბნება ნინო ლომჯარია, რომელიც პროფესიით ექიმია.

მიშა მამინაშვილი, პენსიონერი, ჭანიეთის მკვიდრი: “ჩემ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში იმდენი სიმინდი გვქონდა, ნალიაში რომ არ დაეტეოდა, მამა აივანზე ჰყრიდა და იქაურობა სავსე იყო. ასევე, ხორცი და ყველი არ გვაკლდა. მე პენსიონერი ვარ, მაგრამ საყანე ფართობი რომ შემოღობილი მქონდეს, რატომ არ დავთესავდი? მაგრამ ცეცხლის ფასია და… წავიდა ტყედ.

ხალხს ტყუილად აბრალებენ ამ ყველაფერს. მე ასე დავსვამდი კითხვას: ამ პატარა ქვეყანაში რატომ უნდა გვქონდეს ამდენი გაველურებული ფართობი? მთავრობას ვეკითხები! ამ კითხვას პირდაპირ მთავრობამ უნდა უპასუხოს და ზუსტად ასე დაწერეთ, თუ გამოაქვეყნებთ. არ აქვთ მაგათ ხალხის დარდი. როგორც საკუთარ თავზე ფიქრობენ, მაგის ნახევარი რომ ჩვენზე იფიქრონ, სამოთხეში თუ არა, სიახლოვეს მაინც ვიქნებით, ისე ვიცხოვრებთ. ხომ ხვდებით, რას ვამბობთ… ის ვაუჩერის დარიგება მაინც რომ არ შეწყვეტილიყო, რაღაცას იზამდა ხალხი. აწი თქვენით იშრომეთო, _შემოგვითვალეს. ჩამოვიდნენ აქ და ვუანგარიშებთ, რა რამდენი ჯდება. ათეულ ათასობით ლარიანი ხელფასით ადვილია, შენს მოქალაქეს ნიშნისგებით ესაუბრო…”

დაბა ნარუჯის მკვიდრი, ჯემალ მიქელაძე გვეუბნება, რომ თითქმის ათი წელია, საყანე ფართობი არ დაუთესავს:

“ნარუჯას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არც არასდროს ჰქონია სახნავ–სათესი მიწები. სხვა სოფლებში _ მერიაში, ლეკიანის თუ მოლიანის ტერიტორიაზე ვთესავდით. გავწყდით წელში. საბოლოოდ, ვეღარ შევძელით და მთლიანად კარტოფილის მოყვანაზე გადავედით.

ნარუჯაში ისეთი შემაღლებული ადგილებია, ყინვაც კი იშვიათადაა ზამთარში. აი, ახლა იანვარში დათესილი კარტოფილი ამოვიღე და იმას ვყიდი. დიდი იმედია, რომ გაქვს შინ. პური თუ მჭადი სულაც რომ არ გექნეს, არ შეგეშინდება. ხალხისთვის ის ვაუჩერი, რომელსაც ხვნა–თესვისთვის მოვიხმარდით, დიდი საშველი იყო. შეგვიწყვიტეს და სეზონის პირისპირ, როცა მიწის დამუშავების დრო მოვიდა, დავრჩით სახტად. ამ კარტოფილს საკარმიდამო ნაკვეთებში ვთესავთ და გაგვაქვს თავი. არ გვშია, მაგრამ მარტო ესაა საქმე? ამდენი წელია, მარტო ლუკმა–პურზე უნდა ვფიქრობდეთ?”

ილო თოიძე, სოფელ ლიხაურის მკვიდრი: “ვის არ უნდა სიმინდის ყანა? მჭადის სუნი შემძულდა, ვიღაცასთან ვნახე მაგ ჰიბრიდი სიმინდის მჭადი. მჭადის სუნი კიარა, ოცდაათი წლის წინ მკვდარი ადამიანი რომ გააცოცხლო, ქართულ ლაპარაკს ვერ მიხვდება. დაუჩემებიათ ლოკაციაო, ჰეითერიო და კიდე რაღაცა ჯანდაბა.

ჩვენს მიწას, მოსავალს და ენასაც მივხედოთ. ხალხს ნურაფერს აბრალებენ და მთავრობამ კეთილი ინებოს და სოფელს მიხედოს, როგორც საჭიროა და თუ არ იმუშავებს ხალხი, მერე ნახონ.

მტკაველ მიწას ვერ ნახავდი დაუთესავს. ბავშვობაში საზეპიროსავით ჩაგვძახოდა მამა, საქმე რომ წახდეს და პური დაილიოს ან არ იქნეს, იმდენი სიმინდი უნდა იყოს ნალიაში, ნახევარი წელი მაინც რომ გაიტანო თავიო.

სიმინდის, მჭადის სურნელი მოენატრა ხალხს. რამდენ ჰექტარს ვთესავდი, არც მახსოვს. ახლა 7 000 კვ.მ. ფართობს ვთესავ ყოველ წელს. რამდენს მივეცი ფქვილი, შეარგოს ღმერთმა. აბა, რა უნდა ვქნათ. მეტი რა ვართ ხალხი, მაგრამ ხალხს ისე არ უნდა გაუჭირვო, რომ მიწა შეაძულო. ტყემ და ბარდებმა გადაიარა საყანე ფართობებზე. გული მიკვდება, რომ გავხედავ. 18 ლარი მიჯდებოდა წლების წინ ერთი ჰა მიწის დახვნა. ახლა მიჯდება სულ 115 ლარი! აი, სად ავიდა ხარჯი. ჩაი გადააშენეს, ახლა ვითომ მოშენება უნდათ. თან იძახიან, კომუნისტებმა არ იცოდნენ ჩაის კარგად მოვლა, ახალი მიდგომა გვაქვს ჩვენო… რატომ ღმერთი არ გაიცინებს! მალე ჩაიზე სანატრელი გახდება სიმინდი“.

“ოზურგეთის აგრარულ ბაზარში რომ სეზონზე ერთი ცალი ჭყინტი სიმინდის ტარო ორი ლარი ღირს, კარგია? ისიც ჰიბრიდია უმეტესად, სადღაც ქუთაისის ახლომდებარე ფართობებიდან მოაქვთ. შესანიშნავი გემო–ფესტივალი ჩატარდა და ჭყინტი სიმინდის ძებნაში ისე მოიარეს ოზურგეთი, გურიის ტერიტორიაზე მოტეხილი სიმინდის ტარო ვერ იპოვეს… ვიღაცეები, ალბათ, იცინიან. ზოგმა ისიც თქვა, საქმე დაგლევიათ, პური ჭამეთო. ასე უვიცები საუბრობენ და კარგი არაფერი მოაქვს ამას“, _ გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, ვაჟა კვირკველია.

ჩვენთან საუბარში უამრავმა მოქალაქემ გამოთქვა აზრი, რომ მსოფლიოში მარცვლეული კულტურების მოსაყვანად მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ. ამიტომაც მოჰყავთ ბევრი და ხარისხიანი მოსავალი: “2010 წელი იყო, ალბათ, გურიაში რომ უამრავი ტრაქტორი შემოიყვანეს. სამექანიზაციო ცენტრი იყო სოფელ მერიაში. მარტო შეხედვა გაგიხარდებოდა. მერე გააქრეს, გაყიდეს… არაა საჭიროო… აი, ამას ჰქვია უტვინობა, სოფლის მეურნეობის არცოდნა. ვიღაცას რომ ბევრი ფული აქვს და ბიზნესად აქვს ქცეული ყველაფრის, ხარისხიანის თუ უფრო უხარისხოს უცხოეთიდან შემოტანა. ბოდიში, მაგრამ მაგას საქმის და ქვეყნის სიყვარულის გარდა ყველაფერი ჰქვია. საფრანგეთში რომ წაიღებს ფრანგი ფერმერი ქართულ მარცვლეულს თუ სხვაგან დასალიერს (ცნობილი ფაქტებია) და იქ საუკეთესო მოსავალს მიიღებს, აქ უნდა შერცხვეს ჯერ ხელისუფალს, რომ გამოუყენებელი რეზერვის უქმად დატოვება თავის ღალატიცაა და ქვეყნისაც“, _ ამბობენ ჩვენთან ოზურგეთელი მეურნე ადამიანები: მაკარ ხოზრევანიძე, ილო თოიძე, ვაჟა ლომინაძე, კარლო ლომთაძე და სხვები, ვისაც სოფლის მეურნეობაში დიდი გამო გამოცდილება აქვს და არ ეთმობათ მიწასთან მუშაობა.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 5 445 ჰა სახნავ-სათესი სავარგულია. როგორც მერიაში გვითხრეს, მალე დაიწყება სამუშაოები. ნაწილზე კარტოფილიც დაითესება, სხვადასხვა ბოსტნეული და უმეტესად მარცვლეული.

როგორც ვთქვით, მოსახლეობის წარმომადგენლები უმეტესად თანხის და ასევე ტექნიკის უქონლობაზე საუბრობენ. ტექნიკა კი…

შპს “მექანიზატორი”, რომელიც წლების წინ გაიხსნა ოზურგეთში, სოფელ მერიაში და 35 ერთეულზე მეტ ტექნიკას ფლობდა, დღეს აღარ არსებობს. ტექნიკა გაყიდეს, რის შესახებაც დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს _ ყოფილი ხელმძღვანელები და ასევე მოსახლეობის არაერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გურიაში არასწორად დაიგეგმა აღნიშნული მენეჯმენტი და შედეგი ვერ გამოიღო. მერე რა შედეგიც დადგა, ამაზე კი ისაუბრეს ზემოთ ჩვენმა რესპონდენტებმა.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა _ ჯგუფური ძალადობა თბილისში

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო