ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის უბანში „გურია ნიუსთან“ სამმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ სოფელში, დაახლოებით, ორი თვის ფარგლებში 30-მდე ღორი და გოჭი მოკვდა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, მიზეზი ღორის ჭირია.
„სოფელში ღორი და გოჭი არავის აღარ გვყავს… ჭირმა გაწყვიტა. დაახლოებით, 150 კილოგრამიანი ღორი მყავდა, ახლა აღარ მყავს, ჭირმა მოკლა. ხომ შეიძლება სპეციალისტებმა უფრო მეტად იმუშავონ და მოგვაწოდონ ინფორმაცია რა, როგორ გავაკეთოთ? “ – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სოფელ შრომის უბანში საუბრობენ, რომ ასეთი სადარდებელი მხოლოდ მათან არ არის.
„ერთხელ და სამუდამოდ იქნებ მიაქციონ იმ ადამიანების საქმიანობას ყურადღება, ვისაც ეს ევალება.“ – გვითხრეს სოფელ შრომის უბანში.
ავტორი



































































