https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სოფელ კურსებში შექმნილი ეკოლოგიური კატასტროფა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის მორიგი გამოვლინებაა

21:44; 17.03.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.

“მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთ ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს. ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე, მეწყრული პროცესები 12 მარტს, გამთენიისას, დაიწყო. მიწის მასა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე ჩამოწვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის მიზეზებსა და დინამიკას ადგილზე გეოლოგთა სამი ჯგუფი სწავლობს.

მეწყერმა სრულად დაანგრია 15-მდე სახლი და დააზიანა სოფლის სასაფლაო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი და ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები. ადგილობრივები საუბრობენ სახლების დაზიანების მიმდინარე პროცესებზეც. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრიდან 45 ოჯახი გაიყვანეს და დროებით ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განათავსეს. საგანგებო შტაბმა სასტუმროებში გადანაწილებულ ოჯახებს საკვები და მედიკამენტები მიაწოდა. ამ დრომდე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ვერ აკეთებენ კომენტარს ოჯახების უკან დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ შრეს მოიცავს. ესენია, პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შედეგად ეკოლოგიური კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხარდაჭერა. აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციიდან, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ეს შემთხვევა ქვეყანაში არსებული თემატური პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ამ შემთხვევაში, პრევენციულმა პოლიტიკამ ვერ/არ იმუშავა – როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ უმოკლეს პერიოდში ერთმანეთის გაფრთხილება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეწყრის საშიშროებაზე წლების (მაგ., 2019, 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პროგნოზის დოკუმენტები) განმავლობაში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი წერდა. საყურადღებოა, რომ სააგენტოს 2025 წლის პროგნოზის დოკუმენტში სოფელი გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ობიექტთა სიაში არ შედიოდა.

ზოგადად, პრევენციული პოლიტიკის უკიდურესმა ხარვეზიანობამ საქართველოს ასეულობით მოქალაქე მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დააყენა. ადრეული გაფრთხილების სისტემისა და მყისიერი ევაკუაციის გეგმების არარსებობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანიც გამოიწვია. ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე ხაზს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური უსვამენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მექანიზმების არარსებობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტმა ასევე გამოავლინა ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩავარდნები, მაგალითად,

ინტეგრირებული ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ამ სისტემის შემადგენელი სუბიექტების ფუნქციებსა და მაკოორდინირებელ უწყებას;

ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე, ასევე, გარემოსდაცვითი კატასტროფების პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებ(ებ)ის არარსებობა;

ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზის არარსებობა;

ცენტრალიზებული საკომუნიკაციო სისტემისა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების მიღწევის გამართული და საიმედო პროცესების არარსებობა;

ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმართაობა და მუნიციპალიტეტების დონეზე საგანგებო სიტუაციის რისკების მართვის პოლიტიკის სისუსტე ან არარსებობა.

ცენტრალიზებული სისტემის არარსებობასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალურ დონეზე პრევენციული პოლიტიკის გატარებაც. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების უმეტესობა პრევენციული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს ან ძირითადად ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც ტყიბულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პრევენციაზე ხარჯები ნათლად არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ ერთი წინადადებაა ნახსენები ქვეპროგრამის – “გზების მიმდინარე შეკეთება”, ფარგლებში (“სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარება), რომლის ფორმულირებიდანაც კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრევენციასთან ერთად, პრობლემურია რეაგირებითი პოლიტიკის მიმართულებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გრძელვადიანად სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას. მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ადგილობრივები საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ქირით გაყვანაზე დაიწყო საუბარი. როგორც წესი, ბინის ქირის ოდენობა ეკომიგრანტებისთვის თვეში მაქსიმუმ 300 ლარს შეადგენს და ისიც 3 თვით გაიცემა; თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები 6-12 თვის ვადით იქნებიან ქირით უზრუნველყოფილნი, რომლის ოდენობაც ოჯახის სულადობის მიხედვით დაითვლება.

მოსახლეობის მოკლევადიანი განსახლების პარალელურად, არსებითია მათი გრძელვადიანი ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხიც. გრძელვადიანი განსახლების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადეკვატური მხარდაჭერის ოდენობის დადგენისას მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვის მიყენებული ზიანის ობიექტური იდენტიფიცირება, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებაც, რომელიც, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებშიც აისახება. კერძოდ, 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20.3% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო დაახლოებით 58 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

არსებული სამართლებრივი ჩარჩო ეკომიგრანტებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა, თითოეული სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრისისა და საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე საცხოვრებელია; ადგილობრივები კარგავენ მიწის ნაკვეთებს, წლობით ნაშრომ კარ-მიდამოს, თავიანთ ცხოვრების წესს, წინაპრების სასაფლაოებს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია. დამატებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საცხოვრისების შეკეთებას, ასევე, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას (სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება მაქსიმუმ 2500 ლარის ოდენობით), თუმცა, გათვალისწინებული დახმარება ერთჯერადი და, მიყენებულ ზიანთან შედარებით, მწირია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, არ დატოვოს სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე, ამასთანავე, გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბის, გამომწვევი მიზეზებისა და სამომავლო რისკების შეფასება და სრულყოფილი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე- თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას. დამატებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების გარანტირების მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა, რომელიც რისკებს ადრეულ ეტაპზე დააიდენტიფიცირებს და მოქალაქეთა დაცვის მიზნით ღონისძიებებს მყისიერად მიიღებს”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8 სექტემბერი, 2026

"საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა" _ ილია მეორე გარდაიცვალა

დიდია დღეს ჩვენი გლოვა _ პატრიარქის თანამოსაყდრე

ყველა სიახლე

საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო