გასულ ღამეს, ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე მდებარე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი დააზიანეს — შადრევანი საპნის ბუშტებით აავსეს, ხოლო კედელზე წითელი საღებავით დაწერეს: „სუფთა ხელები, ბინძური ფული“. ინფორმაციას TIMES OF ISRAEL ავრცელებს.
აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა გასულ ღამეს განცხადება გავრცელა: „პოლიცია ადგილზე იმყოფება და გამოძიება მიმდინარეობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ამ ამაზრზენ ქმედებაზე პასუხისმგებელ პირს“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მემორიალის მეგობრები“, რომელიც ობიექტის მოვლა-პატრონობას ეხმარება, აცხადებს: „ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადგილია აზრის გამოხატვის, დებატებისა და უთანხმოებისთვის. ეროვნული მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა და ვინც სახლში ვერასდროს დაბრუნდა, არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული ვანდალიზმის ტილოდ“.
ორგანიზაცია „უცხოეთში მებრძოლი ომის ვეტერანები“ ვანდალიზმს უწოდებს „უზომო უპატივცემულობის აქტს, სილის გაწვნას იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც მსახურობდნენ და თავი გაწირეს, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ მძიმე ტვირთს ატარებდნენ“.






































































