სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
“წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებას და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას”,_ აცხადებს სუს-ი.





































































