რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში აფეთქება მოხდა. აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილია. გარდა ამისა დაშავდა 4 ადამიანი. შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ პალმ სპრინგსში მოხდა. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, კლინიკის უკან, ავტოსადგომზე დამწვარი მანქანა შენიშნეს. აფეთქების შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა, ნამსხვრევები ხუთზოლიან გზაზე მიმოიფანტა და რამდენიმე კვარტალში მდებარე ბიზნესდაწესებულებებში ფანჯრები ჩაამსხვრია. კლინიკა შაბათ-კვირას დაკეტილი იყო და მისი ხელმძღვანელი ექიმის თქმით, მისი თანამშრომლები უსაფრთხოდ იყვნენ.
„არ შეცდეთ: ეს განზრახ ჩადენილი ტერორისტული აქტია“, – განაცხადა FBI-ის ლოს-ანჯელესის ოფისის ხელმძღვანელმა, აკილ დევისმა, საღამოს პრესკონფერენციაზე.
მან უარი თქვა იმის თქმაზე, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე.