25 ივნისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული შიდა რეისების შესრულება იწყება. ფრენებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები კვირაში ოთხჯერ — ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირასაა დაგეგმილი. თბილისის აეროპორტიდან რეისები 09:00 საათზე განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან უკანა მიმართულებით — 19:30 საათზე.
მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთია. რეისები Boeing 737 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

































































