https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები

15:52; 23.03.2026
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს. თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეფასებულია შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: დეპოზიტების კონვერტაციების დღიური დინამიკა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დატვირთულობის დონე, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე, უნაღდო დანახარჯების უახლესი ტენდენციები, საწვავის ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება.

წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. კერძოდ, ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირაში ლარიზაცია კვლავ გაიზარდა, რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარი, დღეის მდგომარეობით, მეტნაკლებად წონასწორობაშია. კონფლიქტის ესკალაციის საწყის დღეებში, სენტიმენტების გაუარესების გამო, უცხოური ვალუტის დეპოზიტებში კონვერტაციები საგრძნობლად გააქტიურდა. შედეგად, აშშ დოლარის მიმართ ლარიც გაუფასურდა. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ დოლარიზაცია ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ შემცირება დაიწყო და, 18 მარტის მდგომარეობით, ომამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.

საპირისპიროდ, ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც.

სტუმარმასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც, თუმცა თბილისში შედარებით უკეთესი სურათი იკვეთება. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები (ჩამოფრენებისა და გაფრენების ჯამი) 9 მარტის შემდეგ იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ომამდე ნიშნულზე ნაკლები რჩება. დაგეგმილ და ფაქტობრივ ფრენებს შორის სხვაობაც, მარტის მეორე ნახევრისკენ, შედარებით შემცირებულია, რაც გაუქმებული რეისების კლებაზე მიუთითებს.

იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე მეტადაა დამოკიდებული. მარტში ფრენების რაოდენობა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ 2025 წლის, არამედ 2024 წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერჯერობით არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს, მათ შორის, არც გაუქმებული რეისების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე მოვლენების შედეგად ფრენების რაოდენობაში საგრძნობი ცვლილება არ ვლინდება, თუმცა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დატვირთულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, Wizz Air-ის ვენის ბაზის დახურვასა და მასთან დაკავშირებული რეისების გაუქმებას უკავშირდება.

ამავდროულად, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო.

ამავე დროს, მართალია ჯერჯერობით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა, გარკვეული მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც მიგრაციის პოტენციური ეფექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საყურადღებოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები თვის დასაწყისთან შედარებით 10%-მდეა მომატებული. ამასთან, 28 თებერვლის შემდგომ მსოფლიო ფასი, დაახლოებით, 45%-ითაა გაზრდილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში იყო მითითებული, მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის გაძვირება, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედურ ხარჯებზეც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისა და სასუქების გაზრდილი ღირებულებაც, თუმცა, ამავდროულად, ამ მიზეზების გამო იკვეთება საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები. ეს, თავის მხრივ, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და, ამდენად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიაზრებს. ბაზრის უახლესი პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირებას ვეღარ შეძლებს, მაშინ როცა 28 თებერვლამდე საბაზო სცენარს 50 პროცენტული პუნქტით კლება წარმოადგენდა. ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შემთხვევაში უკვე განაკვეთის ზრდაც კია მოსალოდნელი.

შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს.

ჯამურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, მოვლენათა განვითარება მჭიდრო თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რომლებზეც 2 მარტის პუბლიკაციაში იყო საუბარი. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2026 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ჩვენი საბაზო სცენარი, გარკვეული ალბათობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. მიმდინარე მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ალბათობა საგრძნობლად შემცირებულია. რეზოლუციის შემდგომ სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. ამავდროულად, მართალია იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯები საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ.

რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო, დიდწილად ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება.

და ბოლოს, მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე, კვლავ ძალზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ვალუტაშია ოპტიმალური სესხის აღება. მართალია, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. თუმცა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში თიბისი კაპიტალი სწორედ ამ ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007447-macro-update-georgia

(R)

თიბისი
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10 სექტემბერი, 2026

სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა სასამართლოში

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო