ბახმაროში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრს აღწევს. გზა მოყინულია, რის გამოც ამ დროისთვის ბახმაროში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში, რომან კალანდაძემ განუცხადა.
” ამ მდგომარეობით, ბახმაროში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით. გზა მოყინულია, ამიტომ დაბალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის. მაღალი გამავლობის ავტომობილები ჩვეულებრივად მოძრაობენ. ხვალიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით”,_ ამბობს კალანდაძე.