https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თინა ხიდაშელი: ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას

11:05; 24.05.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად”, _ აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელის პოზიციას ნამახვანი ჰესის თემაზე უცვლელად გთავაზობთ:

„ამ მოკლე გზავნილში არ იქნება საუბარი თავად ჰესზე, გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებზე, უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, მინიმუმ გაუგებარ და დიდი ალბათობით კორუფციულ სალიცენზიო პოლიტიკაზე ან გნებავთ სტრატეგიულ ენერგეტიკაზე.

ამ მოკლე გზავნილში სხვა, ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – უკიდურესად ღარიბი ქვეყნის, ძალიან დაგვიანებულ სოციალურ პროტესტზე და მის არარსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მინდა დაგაფიქროთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია მიტინგების და პროტესტის რეკორდული სიხშირითაც და მასშტაბითაც. ვაპროტესტებდით ყველაფერს: პოლიციურ ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, ოკუპაციას, მკაცრ ნარკო-პოლიტიკას, გამქრალ მართლმსაჯულებას და სხვ. დემოკრატიის სახელით რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ხოლო სამეგრელოში პოლიტიკური ტერორი მოვაწყეთ…

მაგრამ ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვუყურებთ, საქართველოსთვის უცხო და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის, შესაბამისად, მისი ავთენტურობა ბევრისთვის დაუჯერებლად გამოიყურება.

სრულიად ერთმნიშვნელოვანია, ნამახვანის პროტესტის მასშტაბი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ყველაფრის მნახავი და ამხელა „გამოცდილების ქართული პოლიტ-ელიტა,” ჯერ ისევ ამ სიურპრიზით გაოცების ქვეშ არის, და ვერაფერი აზრიანი, საინტერესო, თუნდაც თავად მათთვის სასარგებლო ვერ შემოგვთავაზა.

არადა სინამდვილეში ამ პროტესტის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჰესის მშენებლობის შეჩერება ან ამ საკითხზე სწორი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაწყვეტილებების მიღების შანსი.

ნამახვანის პროტესტს აქვს პოტენციალი ადამიანებს ჩაუნერგოს იმედი, რომ სწორედ საზოგადოების ერთ, კონკრეტულ ჯგუფში გაჩენილი დისკუსია შესაძლებელია:

საერთო ეროვნული დისკუსიის საგანი გახდეს, რაც ასე გვაკლია აქ ამ ქვეყანაში, ერთი თემის ან ქალაქის საწუხარი ეროვნული პოლიტიკური პროცესის ნაწილად აქციოს;

სამაგალითო გახდეს სხვებისთვის, წაახალისოს და პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა თემების, სოფლების, ქალაქების ნამდვილ პრობლემებზე დისკუსიით დაიხუნძლოს,

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოლიტიკოსები იძულებული გახადოს საუბარი დაიწყონ სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, ვინ რომელი კარიდან რომელში შევა ან არ შევა.

ნამახვანის ხანგრძლივმა, მოთმინებით სავსე პროტესტმა, სულ მცირე იმედი ჩამისახა, რომ იქნებ ქართველები მოქალაქეებად ყალიბდებიან,  იქნებ მაგალითად იქცნენ სხვებისთვისაც კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სიღარიბისა და უსასოობის გამო მიტოვებულ ასეულობით სოფელსა და ქალაქში და იქნებ, ქვეყანას ასე დაგვიანებულმა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელმა სოციალური პროტესტის ტალღამ გადაუაროს.

ქვეყანა სადაც ათიათასობით ადამიანი უბრალოდ მშიერია, სადაც სიღარიბის გამო ბავშვები სკოლებში ვეღარ დადიან და უმუშევრობა და უსახსრობა ყველა დროის აბსოლუტურად მაღალ მაჩვენებელზეა, სწორედ ამგვარი პროტესტი აჩენს იმედს რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველად გაჩნდეს თემები, რომელიც ყოველდღიურად არ აძინებს და მოსვენებას უკარგავს მოსახლეობას.

ნაცვლად ამისა, ალბათ როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე:

ხელისუფლებას დემოკრატია ის გონია ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია;

მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას;

მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა არც ერთი, არც ერთი მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.

ანალოგიურად, ენით აღუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის.

ყველა მოთხოვნა რომელიც პროტესტის ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკურია, თანამდებობის პირების გადადგომიდან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუკი ბრძოლა რეალური შედეგის მიღწევაზეა გათვლილი, მაშინ მხოლოდ ორი გზა არსებობს: თავად ქმნი პოლიტიკურ პარტიას, იწყებ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად და პრობლემის გადასაწყვეტად; იწყებ მოკავშირეების ძიებას იმ რეალობაში რომელშიც იმყოფები,  შესაბამისად ეძებ გზებს პარტნიორობისთვის, ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (მაგალითად საპარლამენტო პარტიებთან), რათა შენი პროტესტი ყველგან ისმოდეს, პარლამენტში, საკრებულოებში, მედიაში მესამე პირებისგან და სხვა.

ბუნებრივია არსებობს სხვა გზაც. რეალურად არც გიფიქრია შედეგის მიღწევაზე, უბრალოდ კონკრეტული დღის წესრიგისთვის “დედაქალაქის პარალიზება უნდა მოახერხო”. მაშინ ბუნებრივია პოლიტიკური მოკავშირეები არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლიან. პოლიტიკური პროცესის მართვა ტრიბუნიდან, მხოლოდ ლამაზად ნათქვამი მოსწრებული სიტყვა არ არის, არც მოთხოვნების სიმძაფრე. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. შენს აქციაზე ყველა მიკროფონს მეტნაკლებად თანაბარი ძალა აქვს, იმის მიუხედავად ეს მიკროფონი ტრიბუნაზე დგას თუ ჟურნალისტებს უჭირავთ ხელში. ყველას სიტყვას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ყველა ნათქვამ სიტყვაზე შენი პოზიციის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. ხოლო მაშინ როდესაც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად რუსულ ან პრო-ფაშისტურად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფები რეგულარულად შენს გვერდით დგანან, მკვეთრი პოზიციონირება უბრალოდ სავალდებულოა. ჯერ ჯერობით თქვენი ხმა არ ისმის…

წლების წინ, მემარჯვენე და ლიბერალური ძალების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კონფერენციებზე ამბობდნენ ჩვენთან კომპარტიამ იმიტომ ვერ გაიხარა, რომ ლეიბორისტებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს ეგ ფრთაო. შემდეგ ეს ხუმრობანარევი ნათქვამი ერთგვარ რეალობად იქცა და მარცხენა ფრთაზე 30 წლის მანძილზე ვერც გაჩნდა ანგარიშგასაწევი დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ის რასაც დღეს ვუყურებთ ამ პოლიტიკის უცვლელი გაგრძელებაა.

რა გვასწავლა ნამახვანის პროტესტმა:

ქვეყანაში ნამდვილი პრობლემების შესახებ პოლიტიკური დისკუსიის შიმშილია;

სოციალური პროტესტის ტალღა გარდაუვალია;

სიღარიბის, სიდუხჭირის, უსასოობის წინააღმდეგ ბრძოლის ველი პოლიტიკურად და ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსულ, პრო-ფაშისტურ ძალებს დავუთმოთ.

ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად,“ – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15 სექტემბერი, 2026

კახა კუჭავა: ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე

გია ვოლსკი - კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო