,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საქართველოს პარლამენტში ტრიბუნიდან გამოსვლისას ,,ქართული ოცნება“ არაქმედითუნარიანობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება სიღარიბის დასაძლევად პროგრესულ ნაბიჯებს არ დგამს.
,,რას აკეთებს ,,ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში და რას უპირისპირებს ამ სიღარიბეს, და როგორია თქვენი მარგი ქმედების კოეფიციენტი?! _ მე გეტყვით, თქვენი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულოვანი, ნულოვანიც კი არა არის, უარყოფითია. თქვენ მართავთ იმ ქვეყანას, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეოთხე ადამიანი ვალით იკვებება. თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელიც მოდიოდით მართვის სადავეებთან და ამბობდით, რომ ყველა კომუნალურ გადასახადს შეამცირებდით და საპირისპირო გააკეთეთ. თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელმაც ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურა“, _ განაცხადა მელიამ.


































































