“აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
































































