აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “Truth Social”-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საბრძოლო მოქმედედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას „მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი დღე“ უწოდა.
„ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათ ყელში ამოუვიდათ! ისევე, როგორც ყველას!“ — წერს ტრამპი.
იგი აღნიშნავს, რომ აშშ „დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში ტრანსპორტის ნაკადის მოწესრიგებას“ და დასძენს:
„იქნება უამრავი პოზიტიური ქმედება! დიდი ფული გაკეთდება. ირანს შეუძლია დაიწყოს აღდგენის პროცესი. ჩვენ დავიტვირთებით ყველა სახის მარაგით და უბრალოდ „იქვე ვიტრიალებთ“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ზუსტად ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთის „ოქროს ხანა“ გახდეს!“
ინფირმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.




































































