დღეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სამოქალაქო აქტივისტი, ციალა ქათამიძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, რომ „ყოველდღიურად ისეთი წარმოუდგენელი ამბები ხდება, რომ წინა დღეებში მომხდარ ამბების გააზრებაც კი გვიჭირს“.
ციალა ქათამიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრობს:
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც არამარტო რეპუტაცია აქვს შებღალული, არამედ სხვადასხვა პერიოდში შემჩნეულნი არიან დანაშაულის ჩადენაში. ამ დროს უდანაშაულო ადამიანებს ედავებიან არარსებულ საქმეებზე და აბსურდის თეატრს დაამსგავსეს სასამართლოს პროცესები.
ასეთია მზია ამაღლობელის საქმე _ მის წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული და ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებიც, ფაქტობრივად, შეთითხნილია.
უამრავი ფაქტი და საქმე არსებობს, როცა პოლიციელზე მოხდა თავდასხმა და ბრალდებულს უფრო მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს. აქ კი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მზია ამაღლობელის დასჯა და არა სამართლიანი სასამართლო პროცესი“, _ ამბობს ციალა ქათამიძე.
ავტორი