საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ახორციელებს პროექტს – ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” (“Teach and Learn with Georgia”), რომელიც საქართველოში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს.
წელს, ამ პროექტის ფარგლებში, წლის საუკეთესო მოსწავლედ ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე თეკლა კინწურაშვილი აღიარეს, ხოლო წლის ყველაზე აქტიური მასწავლებელის ტიტული ამავე სკოლის ინგლისურის ენის პედაგოგმა ეკა ცინცაძემ მოიპოვა.

































































