გურიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა სოფელში გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის შეფერხება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მუშაობას განაგრძობენ.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, ძირითადად დაზიანებულია ხის ტოტები, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. ადგილებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

































































