ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილობრივების ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე წაქცეულმა ნაძვის ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, სამაშველო სამსახურმა საავტომობილო გზა უკვე გაწმინდა, თუმცა დასახლებას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
„ანასეულში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ნაძვის ხეები წაიქცა და ენერგოხაზები დააზიანა. სამაშველომ გაწმინდა გზა, მაგრამ დენის კაბელები დაზიანებულია. შუქი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. დავრეკეთ «ენერგო-პრო ჯორჯიაში» და ველოდებით, როდის მოვლენ ხაზების აღსადგენად“, — ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დაზიანებული ქსელის დროულ აღდგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების განახლებას ელოდება.

































































