სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, სამუშაოს შესრულების დროს, დენმა დაარტყა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადასვენებულია ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში.
































































