მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხვა კონგიტიურ ფუნქციებს _ ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან.
ექსპერიმენტში მონაწილოებდა 900 ხანდაზმული ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 81 წელი იყო. მათ წინასწარ შეავსეს ანკეტა, სადაც მითითებული იყო თუ რით იკვებებოდნენ. მოხალისეები აგრეთვე ყოველწლიურად გადიოდნენ კონგიტიურ ტესტებს(ყურადღება – სიფხიზლე, აზროვნება, მახსოვრობა). მეცნიერებმა მოხუცები 5 კატეგორიად დაყვეს საკვების მიღების მიხედვით.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოხუცების გონებრივმა შესაძლებლობებმა დაიკლო 0, 8 მეათედი ერთეულით. თუმცა ის მოხუცები, რომლებიც სხვებთან შედარებით მინიმუმ 1.3 ულუფა მეტ მწვანილს მიირთმევდნენ, მათი რეგრესი მხოლოდ 0.1 მეათედი ერთეული შეადგინა.
ამერიკელმა მეცნიერებმა ისიც დასძინეს, რომ მწვანილის მოყვარული მოხუცები სხვებთან შედარებით 11 წლით უფრო უმცროსებად გამოიყურებოდნენ.